წისქვილი და სახერხი

სოფლის წისქვილი


ს ო ფ ლ ი ს   წ ი ს ქ ვ ი ლ ი

     გაუწყინარის საბავშვო ბაღის გვერდით ჩამავალი ქუჩიდან ხელმარცხნივ გამოყოფილ გზას წისქვილის ქუჩას ვუწოდებთ, ვინაიდან იქვე ახლოს არის გაუწყინარის წისქვილი, რომელიც აქ დაახლოებით 1982  წელს ბერკეტით ააშენეს და შიფერით გადახურეს, მას ჭერი (მთავანი) არა აქვს; მანამდე ის დღევანდელ  სოფლის სტადიონთან იყო აგებული.  კერძოდ  სტადიონის გვერდით, სადაც ახლა 2 დიდი ჭადარი და პატარა ალვის ხეებია (სტადიონზე ასევე მტირალა ტირიფიცაა), ის დენის გამოყვანამდე ჯერ მაზუთზე, შემდეგ დიზელის საწვავზე - „სალიარკაზე“ მუშაობდა (სულ ძველად სოფლის განაპირას, რიონზე ერთ ადგილას წყლის წისქვილი ჰქონიათ აგებული, შემდეგ ამ ადგილს ნადოლაბარს ეძახდნენ), ადრე ამ წისქვილის (ჭადრებთან მდებარე) მბრუნავმა მექანიზმმა შეიწირა ბავშვი, ტარიელ სურგულაძის ძმა ავთანდილ სურგულაძე. ამ ობიექტში მუშაობდნენ დავით ფირცხალავა, შამილ გოგიშვილი, გიორგი სურგულაძე, ეფრემ თოდუა (მას წისქვილში ცალი ხელი დაუზიანდა და ის მოჰკვეთეს), ივანე (ვანო) წულუკიძე. 1982 წლიდან მოყოლებული დღევანდელი წისქვილი  დენს ღებულობს თავისი  N 120 ტრანსფორმატორიდან,  იქ ორი ქვა მუშაობს:  ერთი ადამიანის საკვები სიმინდის დასაფქვავ - დასაღერღავი და მეორე პირუტყვის საფურაჟესათვის. მათ გარდა აქვეა ყოფილი მეღორეობის ფერმიდან წამოღებული განსხვავებული კონსტრუქციის ელექტროწისქვილიც („დრაბილკა“), რომლითაც ყველა სახის (ტაროიანი და დაფშვნილი სიმინდი, სოიო და ა. შ.) მოსავლის დაფქვა - დაქუცმაცებაა შესაძლებელი. ის ადრე ოლეგი  რატიანის სახლში მოქმედებდა, შემდეგ კი აქ გადმოიტანეს. ამ წისქვილში ძველად მეწისქვილეები იყვნენ ეფრემ თოდუა და ვანო წულუკიძე, რომლებიც მორიგეობით მუშაობდნენ. შემდეგ მარტო ვანო წულუკიძე იყო, რომლის დროსაც წისქვილი პრივატიზებულ იქნა. აქ ერთხანს გრიბული კუტალაძე და ვაჟა შუბლაძეც მუშაობდა. ივანე წულუკიძის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ნუნუ წულუკიძემ 2005 წლიდან აქ მეწისქვილედ მამული არველაძე დააყენა დაქირავებით, მისი საკონტაქტო ტელეფონებია: 579-90-78-60; 790-82-48-30.


მ ე წ ი ს ქ ვ ი ლ ე

წისქვილის ფოტოსურათი ზემოდან

ყოფილი სახერხი

წისქვილის გვერდით სახერხი იყო, სადაც ადრე იგივე  ეფრემ თოდუა და ვანო წულიუკიძე მუშაობდნენ. შემდეგ ის, რომელშიც ბევრი ადამიანი ხრეხავდა ხეებს, ამზადებდა მასალას, გაუქმდა და დაშალეს. ამ ობიექტებმა დიდი როლი ითამაშეს სოფლის მოსახლეობის ცხოვრებაში.




ზვიადი ჯანაშიას წისქვილი

ზ ვ ი ა დ ი   ჯ ა ნ ა შ ი ა ს   წ ი ს ქ ვ ი ლ ი

გაუწყინარის  მეორე ქუჩაზე მცხოვრებ ზვიად ჯანაშიას ოჯახში აქვს პატარა წისქვილი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის საკვები სიმინდის დასაფქვავად და ასევე მას აქვს მეორე, საფურაჟე („დრაბილკა“)  წისქვილიც, რომლითაც  პირუტყვის გამოსაკვებად საჭირო ტაროიან და დაფშვნილ სიმინდსა და სოიოს ფქვავენ; ასევე იქვეა პატარა სახერხი და ელექტროშედუღების - „სვარკის“ აპარატი,  ისინი სამფაზა ელექტროდენზე მუშაობენ. ოთხივე მათგანით ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს. ზვიადი ჯანაშიამ ასევე საკუთარი ხელით გადააკეთა და ააწყო მისაბმელიანი მოტოციკლეტი.


ზალიკო ხაჟომიას სახერხი

ზ ა ლ ი კ ო ს   ს ა ხ ე რ ხ ი

     გაუწყინარის გაღმა ქუჩის მაცხოვრებელ ზაალ (ზალიკო) ხაჟომიას უკანა ეზოში პატარა სახერხი და ხის დამამუშავებელი საამქრო აქვს, იქ ზალიკო და მისი შვილი კახა ხეებს ხერხავს, აშალაშინებს, აკეთებს სხვადასხვა ნაკეთობებს, რომლითაც ადამიანები ჩვენი და სხვა სოფლებიდანაც სარგებლობენ. ის დენით თავის ეზოში მდგარი საკუთარი N 144 ტრანსფორმატორიდან   მარაგდებოდა, მაგრამ  შემდეგ მას ეს ტრანსფორმატორი გაუთიშეს და ახლა ეს  ობიექტი მახლობელი წისქვილის N 120 ტრანსფორმატორზეა  შეერთებული.  ამ  2010 წელს მან ძველი სახერხი დაშალა და მის უკანა მხარეს ახალი,  უკეთესი სახერხ - საამქროს აშენება დაიწყო.




გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


2011 წლისათვის ზალიკო ხაჟომიამ უკანა ეზოში ახალი, უფრო დიდი, შიფერით გადახურული გვერდებიდან ღია შენობა დადგა და იქ გადმოიტანა სახერხის დაზგების ნაწილი, აქ არის სახერხავი, საშალაშინებელი, „საშკულკავი“ და სხვა სახის დაზგა - დანადგარები, რომლითაც ისინი უფრო ეფექტურად მუშაობენ.
2012 წლის ბოლოს მამული არველაძემ წისქვილის წინა მხარე შემოღობა ეკლიანი მავთულებით, მას დაუყენა დიდი და პატარა ჩასასვლელი კარები, ასევე შემოაკავა გვერდითა და უკანა მხარეებიც. იქ დარგო პალმები, ყვავილები, სხვადასხვა ნერგები. მანვე წისქვილის შენობის წინა დაზიანებული მხარე ხელახლა ამოაშენა ბერკეტებით, შესასვლელში კი ქვემოთ ბეტონი დაასხა, დადგა შავ - თეთრი ტელევიზორი. საბოლოოდ მამულიმ წისქვილი და მისი მიწა შეისყიდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий