ბიბლიოთეკა


ჩვენს სოფელში ბიბლიოთეკა პირველად ლუბა ჯანჯღავას სახლის ერთ - ერთ ოთახში იყო განთავსებული, იქ მრავალი წიგნი ჰქონდათ, სადაც ბიბლიოთეკარად მეორე ქუჩელი ჟენია ფრანგიშვილი მუშაობდა.
შემდეგ ის ბიბლიოთეკა იქვე ახლოს მყოფ კოლმეურნეობის კანტორის შენობაში გადაიტანეს და მის გამგედ იქაც  იგივე ჟენია ფრანგიშვილი მუშაობდა.
მას შემდეგ ეს წიგნთსაცავი მთავარ ქუჩაზე ახლადაშენებულ ახალ კანტორაში ქვედა სართულზე განათავსეს, სადაც მას რამოდენიმე ოთახი ეკავა, რომელსაც შემდეგ თხმელარისა და პირველი მაისის ბიბლიოთეკის წიგნებიც შეუერთეს. მისი გამგე იყო გაღმა ქუჩელი ლალი ხიჯაკაძე.
2003 წლიდან ამ ბიბლიოთეკის გამგე ასევე მეორე ქუჩაზე მცხოვრები იამზე ვეფხვაძეა, ტელ: 551-17-15-63
ბიბლიოთეკარი იამზე ვეფხვაძე




         მას შემდეგ რაც კოლმეურნეობა დაიშალა და ამ კანტორამაც შეწყვიტა ფუნქციონირება, 2005 წელს ბიბლიოთეკა გაუწყინარის სკოლაში გადმოიტანეს, კანტორის შენობა კი დაშალეს და გაყიდეს.


ბ ი ბ ლ ი ო თ ე კ ა

 დღეს სოფელში ეს ბიბლიოთეკა მუშაობს, რომლიც სკოლის მეორე სართულზეა და ამით ძირითადად სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. მისი წიგნების ნაწილი იამზე ვეფხვაძის სახლშია დაცული. გარდა ამისა სკოლასაც აქვს თავისი შედარებით მწირი ბიბლიოთეკა, რაც სასკოლო ცხოვრებისათვიაა საჭირო, მისი გამგე ადრე იზო გრიგოლია იყო.


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

2001 წელს ბიბლიოთეკის წიგნების ნაწილი, რომლებიც შინაარსობრივად მოძველებული იყო, ჩამოიწერა, მაგალითად ლენინის წიგნები.





Комментариев нет:

Отправить комментарий