ახალი ამბები

     2016 წლის 14 მაისს, თამარ მეფის სახელობის ტაძარი ეკურთხა, აქ დილით მობრძანდნენ მეუფე პეტრე, მამა ეგნატე, სხვა მამაოები, სტიქაროსნები, სასულიერო პირები.​​​​​​  მეუფე პეტრემ შეასრულა ტაძრის კურთხევის რიტუალი, აღავლინა წირვა - ლოცვა, შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს.  დაადგინა რომ, აქ ხუთშაბათობით აღევლინება წირვა - ლოცვები, მოძღვარი კი დეკანოზი მამა ეგნატე იქნება.  დასასრულს ტაძრის წინ ღონისძიება მოეწყო: მოსულმა და ადგილობრივმა საზოგადოებამ წარმოთქვეს სიტყვები, ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ამას იღებდა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" და სხვა ვიდეოგადამღებები.  ტელევიზიას ინტერვიუ მისცა რამდენიმე ადგილობრივმაც. სკოლის სპორტულ დარბაზში გაიშალა სუფრა, სადაც აღნიშნეს ეს ღირსშესანიშნავი დღე,  რომელსაც მალხაზი თურქია თამადობდა. ​​ სასულიერო პირები კი ანზორი გოთოშიას სახლში მიწვიეს.
   მრავალი ათეული, დაახლოებით 80  წლის განმავლობაში შეჩერების შემდეგ, ჩვენს სოფელში ისევ დაირეკა ეკლესიის ზარები, რაც ახალი სულიერი ეპოქის დაწყებას ნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენა იყო ჩვენი სოფლისათვის.  წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, მისი მშენებლობა მისი სამ წელიწადსა და ორ თვეს გრძელდებოდა ( III / 2013 - V / 2016 წწ . )​​​


თამარ მეფის სახელობის ტაძარი




 

 

 






  


   




 

    

  
 
  



 
გაუწყინარის ტაძრის გახსნა  (I გადაღება)

გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (II გადაღება)

  გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (იგივე, I ნაწილი)

   გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (იგივე, II ნაწილი)

   გაუწყინარის. ტაძრის კურთხევა (იგივე, III

   ნაწილი)

   გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (იგივე, V ნაწილი)

   გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (იგივე, VI ნაწილი)

   გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (იგივე, VII ნაწილი)

   გაუწყინარის ტაძრის კურთხევა. კურთხევა (იგივე, VIII ნაწილი)

   გაუწყინარის ტაძრის კურთხევა (იგივე, IX ნაწილი)






   ტელევიზია „ერთსულოვნება“ გაუწყინარში ტაძრის გახსნის შესახებ (I სიუჟეტი)

   ტელევიზია „ერთსულოვნება“ გაუწყინებული ტაძრის გახსნის შესახებ (II სიუჟეტი)



     12 ივლისს, პეტრე - პავლობის დღესასწაულზე, გაუწყინარის თამარ მეფის სახელობის ტაძარში პირველად შედგა ნათლობა, მოინათლნენ ჩვენი სოფლელი ბავშვები გიორგი ბერიძე, ელენე (ნათლობის სახელი თამარი) ბერიძე და ასევე სხვა სოფლელი ბექა და გიორგი ბუკიები და იაკობ ალანია .


პირველი ნათლობა გაუწყინარის ტაძარში

12 ივლისი, 2016 წელი

     გაუწყინარში მშენებარე ავტობანის ქვიშანჭალის გზის გადაკვეთის ადგილას მოიტანეს მიწის საბურღი ტექნიკა, დადგეს საგუშაგო ჯიხური, სადაც 24 საათის განმავლობაში დარაჯები მორიგეობენ. აქ დაგეგმილია გზაზე გადასასვლელი ხიდის ბურჯების ადგილის მიწის გაბურღვა და შემდგომ იქ ბეტონის ჩასხმა.



  დღეს, გაუწყინარის ცენტრში, ამომრჩეველ მოსახლეობასთან ერთად შეხვედრა გამართა აბაშისა და მარტვილის რაიონების კანდიდატმა ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა.





აგვისტო, 2016 წელი


     ზაფხულში საბოლოოდ მოაწესრიგეს სოფლის გაზსადენის ქსელი, 12 აგვისტოს კი მასში ბუნებრივი აირი გაუშვეს. მოსახლეობა აბაშაში არსებულ სოკარის ცენტრში მიდის და ოჯახებში გაზის შემოყვანის განცხადება შეაქვთ, აგრეთვე შესაძლებელია ონლაინ განაცხადის გაგზავნაც. ოჯახებში გაზის შეყვანა 400 ლარი ჯდება, თუმცა შესაძლებელია 16 თვიანი უპროცენტო განვადების გაკეთებაც.

13 აგვისტო, 2016 წელი

      აგვისტოს ბოლოს ჩვენს სოფელში "ცისფერი ალი" აინთო, პირველად  ის რაული გოთოშიამ შეიყვანა სახლში, ახლა კი სხვებიც  აკეთებს განაცხადებს იგივე საქმისთვის ...  მოსახლეობის ეზოების წინ გაზის მარეგულირებელი ყუთები დააყენეს, საიდანაც ეზოებში დამარხული პლასტმასის მილებით გაზს გაზქურაზე აერთებენ. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია მეორე წერტილების დამონტაჟებაც.

  ამრიგად გაუწყინარის ისტორიაში მოხდა სოფლის გაზიფიცირება, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე.


აგვისტო, 2016 წელი



      წელსაც 15 სექტემბერს დაიწყო  ახალი სასწავლო წელი, ასევე საბავშვო ბაღმაც განაახლა მუშაობა.


     8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მეეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობა ისევ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობა" გავიდა. ამასთანავე პირველი მაისისა და გაუწყინარის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული აბაშის საკრებულოს შუალედური არჩევნები, სადაც  ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ ოცნებიდან იაგო თოდუა და დამოუკიდებელი კანდიდატი  გელა ვერულაშვილი. იაგო თოდუამ გაუწყინარის 24-ე უბანზე 249 ხმა, 68,03% მოიპოვა, გელა ვერულაშვილმა კი  117 ხმა, 31,97%.  ერთად პირველი მაისის 11-ე უბანზე იაგო თოდუამ 300 ხმა, 53,29% მოაგროვა, გელა ვერულაშვილმა კი 263 ხმა, 46,71%,  ანუ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა იაგო თოდუამ - 549 ხმა, 59,1%. არჩევნების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:  არჩევნების შედეგები.   ასევე პროპორციული და მაჟორიტარულ ნაწილში ქართული ოცნება და მისი კანდიდატი ოთარ დანელია ლიდერობს.


    გაუწყინარის ტაძარში 2016 წლის 20 ნოემბერს ჯვარი დაიწერა კუტაიწერში მცხოვრებმა იაგო შენგელიამ თავის ახლადმოყვანილ მეუღლეზე, ეს მეორე ჯვრისწერა იყო,  პირველად ადრე კიდევ ჩატარდა ჯვრისწერა.

      
   პირველი მაისის ბოლოში, მდინარე ცხენისწყალზე ავტობანის მშენებლებმა ნაჩხატაურ-პირველი მაისის დამაკავშირებელი რკინის დროებითი ხიდი გადეს (ავტობანისთვის იქ უფრო დიდი ხიდეც შენდება). მისი საშუალებით სატვირთო ავტომანქანებით გაღმიდან ხრეშს ეზიდებიან და ყრიან  გზაზე. ეს ავტობანი ცხენისწყალის მდინარის გაღმა, ბათუმის გზასთან, ავტომანქანების გაზგასამართი სადგურის მახლობლად უერთდება იქ უკვე დასრულებულ ავტობანს, შემდეგ კი მოემართება ჩვენსკენ, გაივლის პირველ მაისსა და გაუწყინარს და ბოლოს გაივლის რიონის მომავალ ხიდს და ვაზისუბანში გადავა,  საიდანაც ის სარფისკენ გაემართება.


          წლის მიწურულს პირველი მაისის ამბულატორიაში, სადაც ექიმი მარიამ (მარო) ჩოხელი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მთელს ახლომახლო სოფლებს და ხელს უწყობდა მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვას, შეცვალა ექიმმა ნანა შენგელიამ. ყველას დამხმარე და გაჭირვების გულთან მიმტანი ხანში შესული მარო ექიმი, ასაკის გამო სამსახურიდან  წავიდა.



2017 წელი

ზ ა მ თ ა რ ი


   გაუწყინარის ტაძარში 2017 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მეორეჯერ ჩატარდა ნათლობა. ამ დღეს მოინათლნენ  ქვიშანჭალელი გაბრიელ ჯანაშია და პირველმაისელი ბავშვი.


   იანვრის ბოლოს გაუწყინარის საბავშვო ბაღში ბუნებრივი გაზი შეიყვანეს, მოაწყეს ცენტრალური გათბობის ბატარეები, რომლებითაც შენობა ცივ სეზონზე  24 საათის განმავლობაში თბება. აგრეთვე ბუნებრივ გაზზე მიაერთეს სამზარეულოს გაზქურაც.


     დღეს გაუწყინარის ცენტრში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. ამავე დროს სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავებიც.




2017 წელი, 1 აპრილი


ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად!

2017 წელი, 16 აპრილი


    

     2017 წლის 14 მაისს, კვირას, თამარობა დღეს 1 წელი შესრულდა გაუწყინარის ტაძრის გახსნიდან, რომელიც თამარ მეფის სახელზეა ნაკურთხი. ამ დღეს ტაძარში მოვიდნენ მამა ეგნატე, მგალობლები, სტიქაროსნები, სტუმრები და მრევლი. მეუფე პეტრემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აქ  მოსვლა ვერ მოახერხა. ტაძარში აღევლინა წირვა-ლოცვა, შემდეგ მამაომ ქადაგებით მიმართა ხალხს. ბოლოს სასულიერო პირები და მოსახლეობა კახა ჯანჯღავას სახლში გაშლილ სუფრასთან მიიწვიეს.

2017 წელი, 14 მაისი


   სოფელში თხილის მავნებელი ხოჭოს, ფაროსანას საწინააღმდეგო უფასო შეწამვლები მიმდინარეობს, სპეციალურად საამისოდ მოამზადდა  გელვან (გელა) და გულადი ჯანაშიები, აგრეთვე გია და მალხაზ ხაჟომიები. შარშან ამ ხოჭომ დიდად დააზარალა თხილის მოსავალი, რის გამოც მთავრობამ წელს მასთან აქტიური ბრძოლა დაგეგმა.



2017 წელი, ივნისი


         გაუწყინარში, სოფლის ცენტრში დადგეს დიდი ზომის სანაგვე ურნა, რომელიც ლითონისგანაა დამზადებული და ბორბლებზე დგას. მას დღეგამოშვებით აბაშიდან სპეციალურად მოსული ნაგვის მანქანა ცლის და ნაგავი მიაქვს; ასეთივე ყუთები დადგეს ქვიშანჭალაში და პირველ მაისში. 

2017 წელი, ივლისი


      აგვისტოს თვეში პირველი მაისის ცენტრიდან მარნამდე და შემდეგ თხმელარის მაღაზიიდან ასევე მარნამდე საავტომობილო გზა მოაასფალტეს, რომელიც ადრე ძალიან დაზიანებული იყო და მანქანები ძნელად მოძრაობდნენ. შემდეგ წელს რამდენადაც ცნობილია დაგეგმილია გაუწყინარის ქუჩის მოასფალტებაც.

 


2017 წელი, აგვისტო

     19 აგვისტო, ფერისცვალება, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოჩინებულში, ზანდოს მთაზე მდებარე წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრიდან სოფელ გაუწყინარის ხედი.




                                       


       


ვიდეო და ოთხივე სურათი გადაღებულია ზანდოს მთიდან



   მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გაუწყინარის სკოლასა და ბაღში სამუშაო იარაღები საჩუქრად დატოვეს, ასევე ავტომობილების კოლონით ჩამოიარეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. მათ სკოლა და საბავშვო ბაღი მოინახულეს და იქ მყოფთ გაესაუბრეს. მათ შორის იყო აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია.








2017 წელი, 19 ოქტომბერი


 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. გაუწყინარში საარჩევნო 24-ე უბანი ტრადიციულად სკოლის შენობაში იყო განთავსებული, რომელსაც სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილი თავმჯდომარეობდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიაში 508 ადამიანი იყო. მათგან არჩევნებზე გამოცხადდა ნახევარზე მეტი. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა აბაშის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნები, ჩვენი თემიდან კანდიდატებად კენჭისყრაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ იაგო თოდუა, საინიციატივო ჯგუფიდან დამოუკიდებელი კანდიდატი გელა ვერულაშვილი და „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან“ ფარნავაზ გრიგოლია, რომელთაგან გაიმარჯვა იაგო თოდუამ.  გარდა ამისა,  აბაშისა და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ამ არჩევნებში სამთავრობო პარტიამ მიიღო მეტი ხმა. არჩევნების შედეგების ნახვა შასაძლებელია ბმულზე: 
1) გაუწყინარის უბანი, მაჟორიტარული
2)  გაუწყინარის უბანი, პროპორციული
3)  გაუწყინარის უბანი, საკრებულო
4)  პირველი მაისის უბანი, მაჟორიტარული
5)  პირველი მაისის უბანი, პროპორციული
6) პირველი მაისის უბანი, საკრებულო
7) საქართველოს მასშტაბით

2017 წელი, 21 ოქტომბერი

          


2 0 1 8 წ ე ლ ი

              გაუწყინარში ავტობანის მშენებლობა დიდი ხანია შეჩერებულია, უკრაინულ კომპანია "ალტკომს" ხელშეკრულება შეუწყვიტეს  პირობების შეუსრულებლობის გამო. მიმდინარეობს სხვა კომპანიის მოძიება.



2018 წელი, თებერვალი
       

                  გაუწყინარის საბავშვო ბაღში მარტის თვეში ჩატარდა  ღონისძიება, რომელსაც მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.







   

2018 წელი, მარტი
     

  დღეს აბაშის სპორტულ სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც გაუწყინარის სკოლის მოსწავლეებმა ლუკა ვერულაშვილმა მეორე ადგილი მოიპოვა, ასევე ლუკა მანჯავიძემ მედალი და სიგელი დაიმსახურა.

     





20 აპრილი, 2018 წელი


    დღეს თამარობაა, ხსენება წმინდა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა, რომლის  სახელობისაა  ასევე ჩვენი ტაძარი. დილით აქ შეიკრიბნენ მამაოები და მრევლი, აღევლინა წირვა-ლოცვა, შემდეგ კი  მართლმადიდებლად მოინათლა თამარ თოდუა. გაუწყინარის ტაძარი დღეს გახსნიდან 2 წლისთავს აღნიშნავს...









14 მაისი, 2018 წელი




გაუწყინარი 2018 წელს



   დღეს საქართველოში ჩატარდა  საპრეზიდენტო არჩევნები. გაუწყინარის სკოლაში  კვლავ გაიხსნა N 24 საარჩევნო უბანი, რომლის 12 წევრიანი კომისიის თავმჯდომარე სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილია, ხოლო მოადგილე - იამზე ვეფხვაძე. ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა და ამის გამო დაინიშნა მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის.





გაუწყინარის საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი


არჩევნების შედეგები: 
                                         
28 ოქტომბერი, 2018 წელი
      
           

          დღეს საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, მათ შორის ჩვენს სოფელშიც. კომისიის შემადგენლობა და ამომრჩევლები თითქმის იგივე იყო, საბოლოოდ აქაც პირველი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა, რომელიც ამავდროულად გახდა საქართველოს პრეზიდენტი.



28 ნოემბერი, 2018 წელი



      დღეს გაუწყინარის საბავშვო ბაღში ჩატარდა საახალწლო ზეიმი, სადაც აღსაზრდელებმა მაღალი მომზადების დონე გამოავლინეს.






24 დეკემბერი, 2018 წელი



2019 წელი

      დადგა 2019 წელი. 2 იანვარს გაუწყინარის ტაძარში მამა ეგნატემ წლის პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა.

 


2019 წლის პირველი წირვა 



           იანვრის თვეში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განახლდა ავტობანის სამშენებლო სამუშაოები. უკრაინული კომპანია "ალტკომის" ნაცვლად, რომელმაც არ შეასრულა პირობები და წავიდა, აზერბაიჯანული კომპანია "აკორდი" შემოვიდა. მათ აღადგინეს დროებითი ხიდი მდინარე ცხენისწყალზე და სატვირთო მანქანებით ინტენსიურად ეზიდებიან ხრეშს პირველი მაისის ავტობანის მონაკვეთზე, სადაც რამოდენიმე ადგილას აგროვებენ და ამარაგებენ.


იანვარი, 2019 წელი






   დღეს გაუწყინარის ცენტრში,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივი და აბაშის ხელისუფლების წარმომადგენლები შეკრებილ ხალხს ესაუბრნენ, რომ გაუწყინარისათვის გამოყოფილია 16000 ლარის თანხა, აქედან ნახევარი ევროკავშირისაგან გრანტის სახით გამოყოფილი ფულია, რაც წელს პირველად განხორციელდა. ხალხმა ღია კენჭისყრით გადაწყვიტა, რომ ამ ფულით  მოიხრეშოს გოშახის ყანების გზა, საბავშვო ბაღში შეიძინონ ინვენტარი და აგრეთვე გარემონტდეს სკოლის უკანა ღობე. გარდა ამისა, ადამიანებს გააცნეს ფაროსანას წინააღმდეგ დასახლებული ღონისძიებები.






5 თებერვალი, 2019 წელი


   დღეს გაუწყინარის ცენტრში,  სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა, სადაც სპეციალისტებმა თხილის შეწამვლის ღონისძიება გააცნეს, მათ თქვეს რომ ყოველ 10 ჰექტარ თხილის პლანტაციაზე უფასოდ გამოყოფენ საწამლავ  აპარატს.

            


5 მარტი, 2019 წელი

    

        აპრილის მიწურულს გაუწყინარში ავტობანის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად განახლდა.  აქ სატვირთო ავტომანქანებით წინასწარ დარეზერვებულ ხრეშის გორაკებიდან ეზიდებიან ინერტულ მასალას, ჯერ მუხლუხებიანი ტრაქტორი ნიჩაბით აფხეკს ნიდაგის თხელ ფენას, შემდეგ მასზე ბორბლებიანი "გრეიდერი" და რკინისბორბლებიანი "კატოკი" გადაივლის  და მოასწორებს, დატკეპნის მას, ამის შემდეგ კი მიწაზე მუშები სპეციალურ თეთრ ხალიჩებს ("ტოლებს") აგებენ და ბოლოს სატვირთო ავტომობილებით ინერტული მასალას, ხრეშს აყრიან,  რომელსაც ისევ "გრეიდერი" შლის, ასწორებს და "კატოკი" ტკეპნის. მუშების ნაწილი მარნეულელი აზერბაიჯანლებია, არიან აგრეთვე ქართველებიც ...








მაისი, 2019 წელი

       უკვე გაზაფხული ძალაში შევიდა და დათბა, აყვავდა ხეები, გაიღვიძა ბუნებამ, თბილი ქვეყნებიდან მოფრინდნენ მერცხლები, ადამიანებიც შეუდგნენ საგაზაფხულო სამუშაოებს... წლევანდელი ზამთარი დიდი იშვიათობა იყო რაც კი წინა ათეული წლების განმავლობაში ყოფილა, ვინაიდან ამ ზამთარს თოვლი საერთოდ არ მოსულა, არც კი გადმოუთოვია, თოვლჭყაპიც კი არ ყოფილა, მხოლოდ წვიმდა. ყინვებიც თითქმის არ ყოფილა, რამოდენიმეჯერ გაყინა წყალი, გაზაფხულზე ისე კი ციოდა, მაგრამ არა ძალიან...




მაისი, 2019 წელი

      გაუწყინარის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის გახსნიდან 3 წელი გავიდა. 14 მაისს, სამშაბათს, ამ დღესთან დაკავშირებით ტაძარში წირვა ჩატარდა. აქ მოვიდნენ მამაოები, მგალობლები, სტიქაროსნები, შეიკრიბა ხალხი. წირვის ბოლოს სასულიერო პირები და ხალხის ნაწილი პაატა ჯანჯღავას ოჯახში სუფრასთან მიიწვიეს, რომელსაც მამა ეგნატე უძღვებოდა.

14 მაისი, 2019 წელი

       ჩვენს სოფელში ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს.  მისი ქვიშანჭალის გზასთან გადაკვეთის ადგილას ავტობანზე ზემოდან გადასასვლელი ხიდე კეთდება.  ამჟამად მისი ბურჯების ადგილები სპეციალური მაღალი კოშკურით „ბაუერით“ გაბურღეს და ბეტონი ჩაასხეს.  აქ სოფლის გზა გადავა ზემოდან მთავარ ავტომაგისტრალზე. ასევე მოშორებით მოეწყობა ავტობანის ქვემოდან ადამიანების და პირუტყვის გასასვლელი და წყლის არხიც. ხიდის საყრდენების მოწყობა მიმდინარეობს ცხენისწყლის ნაპირებთანაც .












აგვისტო, 2019 წელი.


      2020 წლის გაზაფხზე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელდა კორონავირუსის პანდემია, რამაც შეზღუდვები გამოიწვია.  მარტის თვეში სკოლაში და ბაღში შეწყდა სწავლა, დაიხურა არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები, შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, აიკრძალა საკუთარი ავტომობილი​​​​​​ გადაადგილებაც, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი, ღამის საათებში კომენდატის საათი. ​ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობა დაეხმარა ზოგიერთ ოჯახს კომუნალური გადასახადების მხრივ, ასევე შემოგვთავაზა შეღავათები საბანკო ვალდებულებებზე​ც, იყო თანხის ჩარიცხვებიც სამსახური ვინც დაკარგა. ამ ვირუსით ჩვენთან სამწუხაროდ გარდაიცვალა რამოდენიმა ადამიანი.

2020 წელი, მარტი


       მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რასაც განაპირობებს ახალი ინფექცია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეჩერდა, ჩვეულებრივ შენდება ავტობანიც.











 


იხილეთ ვიდეოები:
გადასასვლელი ხიდის მშენებლობა ავტობანის მშენებლობა რიონის ხიდის მშენებლობა






2020 წელი, 12 მარტი



(ორივე სხვისი გადაღებულია)

2020 წელი, ოქტომბერი

რიონის მშენებარე ხიდი







2020 წელი, ნოემბერი

თოვლი ჩვენს სოფელში

    იანვარში საკმაოდ თბილი ამინდები იყო, თუმცა უკვე თოვლიც მოვიდა.


2021 წლის 20 იანვარი



     სოფელში, პირველ და მეხუთე ქუჩაზე, ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გამოიყვანეს, ისინი ელექტროგადამცემ ბოძებზე დაამაგრეს, მისი სახლში ჩაყვანის შემდეგ სწრაფი ინტერნეტისა და ტელევიზიის სარგებლობა შეიძლება.





2021 წელი, მარტი


თამარობის დღესასწაული 

          გაუწყინარის თამარ მეფის სახელობის ტაძრის გახსნიდან 5 წელი შესრულდა. ამ დღეს ტაძარში მრევლი და სამღვდელოება შეიკრიბა, აგრეთვე მობრძანდა ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, წირვის შემდეგ პაატა ჯანჯღავას სახლში სუფრაზე მიიწვიეს სასულიერო და საერო პირები.


 

















2021 წელი, 14 მაისი





   გაუწყინარის საძოვარზე გამავალმა ავტობანმა პრობლემა შექმნა პირუტყვის ყანებში გადასვლის გამო, რის აღმოსაფხვრელადაც საძოვარის დასავლეთ საზღვართან მოსახლეობამ მორიგეობა დააწესა ძროხების მოსამწყემსავად, იქვეა ხის კარავიც. ახლახანს კი მოშორებით დროებითი ხის ღობე გააკეთეს და მწყემსები არ გახდა საჭირო. 




























2021 წელი, აგვისტო. 



აბაშის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გიგა გაბელაიას წინასაარჩევნო შეხვედრა გაუწყინარის მოსახლეობასთან.







  2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. აბაშის 63-ე ოლქის 24 - საარჩევნო უბანი ამჯერადაც გაუწყინარის სკოლის შენობაში იყო განთავსებული, რომლის 17 წევრიან კომისიას სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილი თავმჯდომარეობდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიაში 504 ადამიანი იყო. მათგან არჩევნებზე უმრავლესობა გამოცხადდა. აბაშის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებში, საკრებულოს წევრობისათვის ჩვენი თემიდან კენჭისყრაში მონაწილეობდა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან გელა ვერულაშვილი და „ქართული ოცნებიდან“ იაგო თოდუა, რომელთაგან მეორეჯერ გაიმარჯვა იაგო თოდუამ, ასევე აბაშის მერად გიგა გაბელაია გავიდა.

2021 წელი, ოქტომბერი





    გაუწყინარის პირველ, მეორე და მესამე ქუჩებზე ელექტროგანათების ბოძები დააყენეს, რომლებიც აინთო 14 ოქტომბერს. აგრეთვე ყველა დასახლებული სხვა ქუჩა და გზაგამტარიც უკვე განათებულია, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სოფლის კეთილმოწყობის საქმეში.



2021 წელი, ოქტომბერი




     გაუწყინარის ცენტრში, სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხით მოსაცდელი აშენდა, რომელიც მეზობელმა სოფლელებმა თედო ჩიტიამ და ნუგზარ დუნდუამ ააშენა.












2021 წელი, დეკემბერი

პირველი თოვლი.



















2021 წელი, 22-23 დეკემბერი





     გაუწყინარში ავტობანის განახლებული მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელსაც ამჯერად ქართული კომპანია „JEU GROUP“ ახორციელებს, მის ერთ მონაკვეთზე არსებული გაზსადენის გადაადგილება გახდა საჭირო, რისთვისაც აქ მოიტანეს მილები და დასაქმდა ადგილობრივი მუშახელი. ასევე გადაიტანება მაღალი ძაბვის ხაზების ბოძებიც.


ახალი ელექტროგადამცემი ბოძი







 




2022 წელი, თებერვალი



    
   წლევანდელ წელს გამოყოფილი სოფლის დახმარების თანხით გაუწყინარის სკოლის ეზოში ძველი ჭაბურღილი ამოიწმინდება, ამ საქმის გასაცნობად სოფელში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. იქვე დაანონსეს სოფლის ქუჩების ნაწილის მოასფალტებაც.






2022 წელი, მარტი


     ავტობანის ნაწილზე უკვე ასფალტის დააგეს, მდინარე რიონზე გრძელდება ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ცხენისწყალზე კი უკვე გადეს ხიდი.




2022 წელი, მარტი


       ხარება გაუწყინარის ტაძარში




2022 წელი, 7 აპრილი

      სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ჩაირთო, რამდენიმე მოსახლემ უკვე ჩაიყვანა სახლში საკაბელო ინტერნეტი.




                                                                                        2022 წელი, ივნისი


     
           ავტობანი მოაასფალტეეს, მოაჯირებიც გაუკეთეს და მასზე ზემოდან გადასასვლელი ხიდეც კეთდება. 







2022 წელი, სექტემბერი-დეკემბერი


  გაზსადენის მიმართულების შეცვლის შედეგად გადატანილი ტრანსფორმატორი და ონკანი.



        სოფლის გაზსადენის სათავე ნაგებობა.





     სოფელში თხილის განვითარების პროგრამა ხორციელდება. ადამიანები, რომლებთაც 0,2-3 ჰექტარი თხილის ნარგავები აქვთ, პირველი მაისის საკრებულოში ჩამოსულ სპეციალისტებთან არეგისტრირებენ თხილის პლანტაციებს, გაზაფხულზე მათ შესაბამისი პროპორციის ქულები დაერიცხებათ აგრობარათზე, რომლითაც შემდეგ მაღაზიებში შეიძენენ მეურნეობის საჭირო სასუქებს, შხამ-ქიმიკატ თუ ინვენტარს. წინათაც ასეთი პროგრამები განხორციელდა.




     გაუწყინარის პირველ და მეხუთე ქუჩაზე ძველი ასფალტი აიღეს და ახალ ფენას დააგებენ. ჯერ აქ ხრეშს ყრიან და ასწორებენ და ტკეპნიან  მძიმე ტექნიკით. დიდი ხნის შემდეგ ქუჩების მოასფალტის პრობლემა მოგვარდება.

 





 


2022 წელი, ოქტომბერი

        

       დღეს გაუწყინარის პირველ ქუჩაზე ახალი ასფალტი დააგეს, ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ს.ს. „არქეოპოლისი“ ახორციელებს. ამით, დიდი ხნის შემდეგ ქუჩების მოასფალტების პრობლემა მოგვარდა, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი სოფლის ცხოვრებაში.









2022 წელი, 7 დეკემბერი


14 და 15 დეკემბერს ასფალტი მეხუთე ქუჩაზეც დააგეს.





15 დეკემბერი, 2022 წელი


      მზის ამოსვლა გაუწყინარში წლის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ, 2022 წლის 22 დეკემბრის დილას, 9 საათზე. გათენება იწყება 7 : 30 საათზე.




     მზის ჩასვლა გაუწყინარში წლის ყველაზე ხანმოკლე დღის შემდეგ, 2022 წლის 22 დეკემბრის საღამოს, 17 : 30 საათზე, სრულად დაღამდა 19 საათზე.




ბოგირების მოწყობა









დეკემბერი, 2022 წელი; იანვარი, 2023 წელი


     ახალი, 2023 წლის დადგომა.




     ასფალტის მეორე ფენის დაგება.


   





   გრიგალი ქარი გაუწყინარში, იანვარს ძლიერი ქარი ჰქროდა, რამაც დააზიანა სახლების სახურავები, მოჰგლიჯა ხეები, არ მოგვეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი. ამ სტიქიური მოვლენის შედეგად, მიყენებული ზარალის  აღრიცხვისა და ფულადი კომპენსაციის გადახდის მიზნით შეიქმნა და მუშაობს კომისია.




20 იანვარი, 2023 წელი



 

ნათლისღება გაუწყინარის ტაძარში.





19 იანვარი, 2022 წელი





     ავტობანის ხიდი რიონზე უკვე დასრულდა, მასზე ახლა მოაჯირების, არმატურა - კარკასები მოწყობის, ბეტონის დასხმისა და ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.






 იანვრი, 2023 წელი


     გაუწყინარის სკოლასთან და საბავშვო ბაღთან ახლადგებულ ასფალტზე ხელოვნური უსწორმასწორობა, ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“ მოეწყო, რაც ამ ადგილებში ბავშვების სიმრავლის გამო, მათი უსაფრთხოებისა და მანქანების სიჩქარის შეზღუდვისთვისაა საჭირო.








1 თებერვალი, 2023 წელი

   წელს სოფლის დახმარების პროგრამით 18000 ლარი გამოიყო ჩვენი სოფლისათვის, რომლის განკარგვის მიზნით სოფლის ცენტრში მოსახლეობის კრება გაიმართა, მას აგრეთვე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. გადაწყდა რომ ამ თანხით ყანებისპირა გზების მოხრეშვა მოხდება.






თებერვალი, 2023 წელი


თოვლი გაუწყინარში.







თებერვალი, 2023 წელი.

       თებერვალში რიონზე გადებული ხიდის ნაწილი ჩაინგრა.



თებერვალი, 2023 წელი.



      აგვისტოს თვეში ავტობანზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა და მოწყობა დამთავრებულია.







აგვისტო, 2023 წელი.


     ოქტომბრის თვეში ავტობანზე განათება ჩაირთო და ამით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი საბოლოოდ დამთავრდა, თუმცა ეს გზა გახსნილი არ არის, ვინაიდან რიონზე ხიდი ჩანგრეულია. ამ გზაზე მხოლოდ ადგილობრივი და მახლობელი სოფლის მანქანები მოძრაობენ.









ოქტომბერი, 2023 წელი.


      23 ოქტომბერს გაუწყინარის სკოლის ეზოში მდგარი ტრანსფორმატორი სტადიონის გვერდით გადაიტანეს და იქ ბეტონის ბოძებზე მაღლა დაამონტაჟეს.













23 ოქტომბერი, 2023 წელი.


     გაუწყინარში ნავთობის საძიებო სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობის უკანა ეზოს მახლობლად მდებარე ტერიტორიებს სპეციალური დანადგარით ბურღავენ და მასში პლატსმასის მილებს აყენებენ, რომლებზეც სენსორებია დამაგრებული. ისინი აფიქსირებენ აფეთქების ტალღების ექოს და საზღვრავენ ამ ადგილებში მიწის სიღრმეში ნავთობის შესაძლო არსებობას.








დეკემბერი, 2023 წელი




ახალი, 2024 წელი



    

     ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, სამი ადამიანი გარდაიცვალა მარტის ბოლოს დაფნარში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რომელთაგან ორი მათგანი, ძმები გელა და გულადი ჯანაშიები გაუწყინარლები იყვნენ, ხოლო მესამე, კობა შალვაძე კი -  ქვიშანჭალელი; აგრეთვე მძიმედ დაშავდნენ ზემიკო ჯანაშია და ზაზა ჯანაშია, რომლებიც საბედნიეროდ გადარჩნენ.


 მარტი-აპრილი, 2024 წელი



     გაუწყინარში, ქვიშანჭალის გზაზე ასფალტი დააგეს, რომელიც ქვიშანჭალაში, ტაძრის შემდეგ მცირე მანძილზე გრძელდება. ეს სამუშაოები სენაკის კომპანიამ შპს „ინდიკო“-მ შეასრულა, ასევე გამოიცვალა ავარიული ბოგირიც. მრავალი ათწლეულის მანძილზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ამ გზის პრობლემა მოგვარდა.

14 აგვისტო, 2024 წელი

        გაუწყინარელების ფეხბურთი ცოლიანებსა და უცოლოებს შორის, ეს უკვე ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 






27 აგვისტო, 2024 წელი


        გაუწყინარის ტაძრის ეზოში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამზადებული სკამ-მაგიდა დადგეს.



ნოემბერი, 2024 წელი

პირველი თოვლი გაუწყინარში.











14 დეკემბერი, 2024 წელი


    მზის ამოსვლა, ყველაზე ხანგრძლივი ღამის შემდეგ.


22 დეკემბერი, 2024 წელი


      ახალი ასფალტის კედეებში ხრეში დაყარეს, ამით საბოლოოდ დასრულდა გაუწყინარის გზების ამ მონაკვეთის მოწესრიგება.







22 დეკემბერი, 2024 წელი

 

 

       მზის ჩასვლა, 2025 წლის 4 იანვარი, დაიწყო 17:37 სთ, დასრულდა 17:40 სთ.




     მოსაცდელის შენობაზე ადგილობრივი მოსახლეობის თანხებითა და გზავნილებით მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვეს.

        


11 იანვარი, 2025 წელი


       მამა ეგნატე 70 წლისაა







6 თებერვალი, 2025 წელი


       გაუწყინარის სასაფლაოზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც წინათ წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია იდგა და რომელიც შემდეგ, დაახლოებით 1936 წელს, კომუნისტურ-ათეისტურმა რეჟიმმა დაანგრია, წელს ზაფხულის თვეში ბორის თურქიამ ახლი, ბერკეტის სამლოცველო - საყდრის შენება დაიწყო; მას სხვებიც ეხმარება. ეს პატარა ტაძარიც იგივე, წმინდა გიორგის სახელობის იქნება.

ბორისი თურქია
 




2025 წელი, ოქტომბერი



     ავტობანის მონაკვეთზე ორ ადგილას ვიდეოკამერები დააყენეს, მოაწყვეს მათი კაბელების გაყვანილობაც; დამატებით იქვე გზის გვერდით სხვა კაბელისთვის ექსკავატორით არხი გაჭრეს, რომლითაც რიონის მშენებარე ხიდთან ელექტროდენს მიიყვანენ, რომლის მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 




2025 წელი, შემოდგომა


      
    გაუწყინარში ელექტროდენის მრიცხველების („სოჩიკების“)  ზოგიერთი   ლითონის  ყუთი, რომელიც ეზოების წინ ბოძებზეა დამაგრებული, შეცვალეს და მათ ნაცვლად პლასტმასის თეთრი ყუთები დამაგრეს. 







2025 წელი, შემოდგომა


      გაუწყინარში სკოლასთან და საბავშვო ბაღის წინ გზაზე მეორე ხელოვნური უსწორმასწორობა და შესაბამისი საგზაო ნიშანი დაამონტაჟეს, რაც საგზაო მოძრაობისა და  ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოებას გაზრდის.



2025 წელი, ოქტომბერი


      გაუწყინარის სასაფლაოზე წმინდა გიორგის სახელობის საყდრის კედლების აშენება უკვე დასრულებულია,  შენობაც სახურავიც დაეხურა.















2025 წელი, ნოემბერი

       ტრაგედია დატრიალდა დღეს ავტობანის გაუწყინარის მონაკვეთზე, ქვიშანჭალის გზის გადასასვლელ ხიდთან ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ორი მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ბაიკერი გარდაიცვალა, ისინი სხვა ქალაქებიდან იყვნენ. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს... იარეთ ნელა, გაუფრთხილდი თავსაც და სხვასაც!





2025 წელი, 30 ნოემბერი




გაუწყინარის ვიდეო.



2025 წელი, ნოემბერი



            გაუწყინარის ტაძრის დასავლეთ მხარეს ახალი სამრეკლო მოეწყო, ის ხის კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც კრამიტითაა დახურული.





2026 წელი, თებერვალი

        გაუწყინარის ტაძრის ეზოს წინ აწ გარდაცვლილი პატრიარქის სურათი დადგეს.




2026 წელი, 10 აპრილი


        აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარში მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, 2026 წლის 30 აპრილს, ხუთშაბათ დღეს, ტრადიციული წირვის შემდეგ, ტაძრის წინა ეზოში გაიმართა აწ განსვენებული სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ჩვენი დიდი სულიერი მამის, ილია II ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ძირითადი ორგანიზატორი იყო ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი რუსუდან გიგინეიშვილი, რომელსაც ეხმარებოდა მუსიკის მასწავლებელი თამარ ჟღენტი, მუსიკალური გაფორმების ტექნიკის სპეციალისტი ნათია ჭელიძე და აგრეთვე პედაგოგები, დირექცია და მშობლები, სოფლის საზოგადოება.

     ამ დღისათვის გაუწყინარის მაცხოვრებლებმა და სტუმრებმა მოაწესრიგეს, მოამზადეს ტაძარი და ეზო, დადგეს სკამები, დეკორაციები, ეკრანი,  მოაწყვეს გადახურვა. აგრეთვე ამ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. ახალგაზრდებმა შეასრულეს შესაფერისი სიმღერები, საგალობლები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, დადგეს სპექტაკლები, სცენები და წარმოთქვეს  სიტყვა, რაც ყველაფერი ძალიან ემოციური იყო და მაღალ დონეზე შესრულდა, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

    შეკრებას ესწრებოდა მამა ეგნატე, ასევე აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სოფლის მოსახლეობა და ფართო საზოგადოება, რომლებმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვეს ყოველივე ზემოთაღნიშნული ღონისძიების მიმართ და მადლობა გადაუხადე ორგანიზატორებს.

       დასასრულს აქ შეკრებილთ სიტყვით მიმართა დეკანოზმა, ჩვენი ტაძრების მოძღვარმა მამა ეგნატემ, დირექტორმა რიტა გოგიშვილმა, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კობა გაბელაიამ, მერიის წარმომადგენლებმა მანანა ჯღარკავამ და მაკა ჩაგანავამ, ორგანიზატორმა რუსუდან გიორგაძემ და პედაგოგმა გულიკო გოგიტიძემ; ხელმძღვანელებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, სიგელები, ყოველივე ეს გადაიღეს ფოტო და ვიდეოს სახით. გარდაცვლილი პატრიარქისადმი მიძღვნილი საკმაოდ დატვირთული და სევდანარევი ეს ხსოვნის საღამო დასრულდა და ისტორიაში ჩაიწერა.




30 აპრილი, 2026 წელი

    

2 комментария:

  1. საქართველოს ისტორია მარტო დიდგორი არ არის, ჩვენთან, ამ პატარა ქვეყანაში უამრავი სოფელი თუ ადგილია ისეთი, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცის, ამიტომ იქნებ მათმა მაცხოვრებლებმაც მიბაძონ ამ ბლოგის ავტორს და გაგვაცნონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ისტორია, წარსული და თანამედროვე ცხოვრება, ჭირი და ლხინი, რასაც მერწმუნეთ დიდი ინტერესითაც გავეცნობით და ამით ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმესაც გააკეთებთ: სამუდამოდ შემოუნახავთ შთამომავლობას თქვენი სოფლებისა თუ ქალაქების, დაბებისა თუ სხვა დასახლებული ადგილების ისტორიებს! ადრე რომ ამდენი ტექნიკური საშუალებები ყოფილიყო, მაშინ ხომ უამრავი საგანძური გადაურჩებოდა დაკარგვას, დღეს კი თუ ადამიანი მოინდომებს, მაშინ მომავალ თაობას არ დაეკარგება თავიანთი უშუალო წინაპრებისა და საცხოვრებელი ადგილის ისტორია...

    ОтветитьУдалить
  2. კარგი ნამუშევარია

    ОтветитьУдалить