ქუჩები და ტერიტორიები


მ თ ა ვ ა რ ი   ქ უ ჩ ა

        სოფელში 4 ძირითადი საავტომობილო გზაა. ერთი მათგანი მთავარი, ცენტრალური ქუჩაა, რომელიც 1,64 კმ. სიგრძისაა, მასზე 43 მკვიდრი და 13 არამუდმივად  მცხოვრები ოჯახია, რომლებშიც დაახლოებით 170 მუდმივად მცხოვრები ადამიანი სახლობს. ეს ქუჩა მოასფალტებულია. მის ჩრდილო - დასავლეთით გადის მისი პარალელური მეორე, გაღმა ქუჩა, რომელიც ასევე მოასფალტებულია და ყველაზე გრძელი და დასახლებული გზაა ჩვენს სოფელში, რომლის სიგრძე დასაწყისიდან მოსახლეობის ბოლომდე 2,3 კილომეტრია. ამის შემდეგ ეს გზა კიდევ გრძელდება 1,3 კმ. სიგრძეზე; მის დასახლებულ მონაკვეთზე 89 მკვიდრი და კიდევ 13 არამკვიდრი მოსახლეა. ეს ქუჩა დასაწყისიდან სულ ბოლოს, 3,52 კილომეტრის შემდეგ ყანების, არხისა და მიწაყრილის გაყოლებით დასავლეთით, თხმელარისკენ მიემართება. მეორე ქუჩა მთავარ ქუჩასთან შედარებით ოდნავ დაბლა მდებარეობს.


მ ე ო რ ე   ქ უ ჩ ა

 ეს ორი ქუჩა ერთმანეთს ორ ადგილას უერთდება დაღმართიანი მოკლე გზაგამტარებით: სკოლის წინ (ის მთავარ გზას დასაწყისიდან 1,3 კილომეტრ მანძილზე გამოეყოფა, რომელიც გაღმა ქუჩას 980 - ე მეტრ მონაკვეთზე უერთდება და თვითონ 200 მეტრი სიგრძისაა) და საბავშვო ბაღის გვერდით, იქ სადაც მთავარი ქუჩა მთავრდება (მისი დასაწყისიდან 1,64 კილომეტრზე, ხოლო ეს გზაგამტარი, რომლის სიგრძე 250 მეტრია, მეორე ქუჩას 1,37 კმ. მანძილზე უერთდება მისი დაწყებიდან) და ორად იყოფა. ამ ადგილას ცხოვრობს 2 მუდმივი ოჯახი 9 წევრითა და 4 არამუდმივი ოჯახი.
 მათ გარდა გაუწყინარში არის ქუჩა, რომელიც ცენტრალურ გზას სოფლის ცენტრში გამოეყოფა და სამხრეთ - აღმოსავლეთ მხარეს, მეზობელ სოფელ ქვიშანჭალისაკენ მიემართება, ქვიშანჭალა რიონისპირა პატარა სოფელია; ამიტომ ამ გზას ქვიშანჭალის გზა ჰქვია, თუმცა მისი ძირითადი მონაკვეთი გაუწყინარის ტერიტორიაზეა. ეს ქუჩა ქვიშანჭალის საზღვრამდე 1,35 კმ სიგრძისაა, მასზე 2 მუდმივი მოსახლეა 7 ადამიანით. აღნიშნული ქუჩა ყოფილი სოფლტექნიკის ეზომდე მარცხენა მხარეს მოასფალტებულია, თუმცა ასფალტის საფარი დაზიანებულია, დანაჩენი ადგილები კი ხრეშითაა დაფარული.


ქ ვ ი შ ა ნ ჭ ა ლ ი ს კ ე ნ   მ ი მ ა ვ ა ლ ი   გ ზ ა

ამ ქუჩას დასაწყიდან 55 მეტრ მანძილზე, მარჯვენა მხარეს გამოეყოფა ასევე ხრეშიანი, სკოლის უკანა ქუჩა, რომელსაც მსგავსად მეორე ქუჩისა მთავარი ქუჩის პარალელური მდებარეობა აქვს და ის სამხრეთ - დასავლეთით 1 კილომეტრზე მიემართება, რომელიც 17 მკვიდრ და 7 არამუდმივად მცხოვრებ მოსახლეს ითვლის 63 ადამიანის რაოდენობით. სტადიონის ბოლოს, მისი დასაწყისიდან 400 მეტრში მას უერთდება მთავარი ქუჩის დასასრულის მარცხენა განშტოება, რომლის სიგრძე 50 მეტრია.
ცენტრალური და მეორე ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთს, 95 მეტრში, საბავშვო ბაღის გვერდით, მარცხნივ გამოეყოფა 560 მ. სიგრძის ხრეშიანი გზა - წისქვილის ქუჩა, რომელზეც 2 მუდმივი და 6 არამუდმივი მოსახლეა 4 მუდმივი მაცხოვრებელით.


ს კ ო ლ ი ს   უ კ ა ნ ა   ქ უ ჩ ა

      ეს ქუჩა ბოლოთი უერთდება მის მართობულ გრუნტიან გზას 274 - ე მეტრ მონაკვეთის მანძილზე, რომელიც თავის მხრივ იწყება ქვიშანჭალის გზის დასაწყისიდან გამოყოფილ სკოლის უკანა, ხრეშიანი ქუჩის ბოლოდან, გაივლის აღნიშნულ  წისქვილის გზის დასასრულს და უერთდება მეორე ქუჩას 2 კილომეტრ მანძილზე მისი თავიდან; ამ გრუნტიანი გზის სიგრძე დაახლოებით 420 მეტრია.


გ რ უ ნ ტ ი ს   გ ზ ა


    ეს ჩამოთვლილი ქუჩები წარმოადგენენ გაუწყინარის დასახლებულ ადგილებს. მთავარ და მის მოპირდაპირე ქუჩას შორის, მასზე მთავარი გზის დასასრულის მარჯვენა განშტოების შეერთებამდე მოსახლეობა ძირითადად ორ რიგადაა დასახლებული, მათ ეზოები ერთმანეთის უკან აქვთ, გამონაკლისი შემთხვევები ძირითადად მოსახვევებშია. ჩვენთან დაახლოებით 210 - მდე ოჯახია 400 - მდე მაცხოვრებლით.
სოფელ გაუწყინარში ასევე არის დაუსახლებელი გზებიც. ზემოთხსენებულ გრუნტის გზაზე მოსახლის ჭიშკარი არაა, ის მხოლოდ გვერდით ჩაუდის რამოდენიმე მოსახლის (ეთერ თურქიას, ზაალ ხაჟომიას, ნიკიტა ხაჟომიას) ეზოს. ასევე ქვიშანჭალის გზა ძირითადად დაუსახლებელია, მასზე მხოლოდ 2 მკვიდრი ოჯახია; ხოლო მის ბოლოს, სადაც დიდი არხი - დამბა მასზე გადასასვლელი ბოგირის ქვემოთ გავლით მართობულად ჰკვეთს ქვიშანჭალის გზას, ამ არხს იქეთ (ქვიშანჭალის მხარეს, მარცხნივ) ხრეშიანი გზა გასდევს, რომელიც სოფელ პირველი მაისის ბოლოდან იწყება არხთან ერთად და ამ ბოგირის შემდეგ (აქ ის ოდნავ მარჯვნივ უხვევს, მისი დაწყებიდან აქამდე მანძილი 1 კილომეტრი, ხოლო ამ გზის მთელი სიგრძე კი დაახლოებით 3,6 კილომეტრია) მარჯვენა გაყოლებაზე მას კირკალის გზა ჰქვია. ეს გზა და არხი დანგრეულ წყალსატუმბამდე და შემდეგ მდინარე რიონამდე ჩადის და ის მთლიანად დაუსახლებელია; მის ორივე მხარეს ყანები, ქვიშანჭალის ბოგირიდან ერთი ყანის შემდეგ მარჯვნივ ძროხების საძოვარია, შემდეგ ასევე ორივე მხარეს ყანებია.
წინათ სოფლის ყველა გზა ხრეშიანი იყო, მათი ნაწილი დაახლოებით 1970 წლის შემდეგ ასფალტით დაფარეს, ბოლოს კი ასფალტი ქუჩებში გასული საუკუნის 90 - იან წლებში გადააგეს, სწორედ მაშინ მოაასფალტეს პირველად ქვიშანჭალის გზა ნაწილობრივ.
გაუწყინარის მთელი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 5 – 6 კვადრატული კილომეტრი, 500 – 600 ჰექტარია.


ასე ჩანს ჩვენი სოფელი კოსმოსიდან



                                                       გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა
                                          (მნიშვნელოვანი მოვლენები)

      ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდა ჩვენი და სხვა სოფლების ქუჩებისა და ოჯახების დანომვრა. გაუწყინარში 5 ქუჩას მიანიჭეს ნომრები: პირველი ქუჩა მთავარ ქუჩას დაერქვა, მეორე ქუჩა - ქვიშანჭალისკენ მიმავალ გზას; მესამე ქუჩა - სკოლის უკანა ქუჩას; მეოთხე ქუჩა კი წისქვილის ქუჩას ეწოდა და მეხუთე ქუჩად გაღმა ქუჩა მოიხსენიეს. თუმცა არც ქუჩებზე და არც ოჯახებზე არანაირი აბრა არ გაუკეთებიათ.

2013 წლის ნოემბერი.
  
გაუწყინარის ცენტრი 2014 წელს

გაუწყინარი და მახლობელი ადგილები  2014 წელს
  
    რეზო სურგულაძისა და ახალმოსახლე სპარტაკ ვერულაშვილის ეზოების წინ მდგარი დიდი დახრილი ხე, რომლის ფოტოსურათიც ამ საიტზეა, შუაწელში გადაჭრეს, ეს სამუშაო ძირითადად რეზო შალამბერიძემ და ჯამბულ ფესტვენიძემ შეასრულა, რამოდენიმე დღის შემდეგ კი დარჩენილი ხის ტანიც მოჭრეს; ის ბადრი ხონელიძემ წაიღო სახლთან.

2014 წელი, თებერვალი





   დღეს ქვიშანჭალის გზის პირას სპეციალური მანქანით 7 ცალი ბეტონის ელექტროგადამცემი ბოძი დაასვეს, მასზე აქვე, მოსახლეობის ეზოებში არსებული მაღალი ძაბვის ხაზების გადმოტანა იგეგმება.

2014 წელი, 29 აპრილი



    2014 წლის 15 ივნისს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის ჩვენთანაც. გაუწყინარის სკოლაში 24 - ე საარჩევნო უბანი იყო გახსნილი სკოლის დირექტორის ნინო მეგენეიშვილის თავმჯდომარეობით. ამ არჩევნების შედეგად აღნიშნულ უბანზე ჩვენივე სოფლელმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა იაგო თოდუამ თითქმის 2 - ჯერ მეტი, 236 ხმა მიიღო მისივე კონკურენტ ქართული ოცნებიდან ქვიშანჭალელ გელა ვერულაშვილთან შედარებით - 119 ხმა, რომელიც მანამდე პირველი მაისის თემის გამგებლის ნესტორ ძიძიგურის მოადგილედ მუშაობდა; სულ გაუწყინარის უბანზე 514 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან არჩევნებზე მივიდა 390 ადამიანი, 76 % - მდე. მაგრამ ვინაიდან პირველი მაისის უფრო მრავალრიცხოვან (883 რეგისტრირებული ამომრჩეველი, რომელთაგან 583 გამოცხადდა ხმის მისაცემად) 11 - ე საარჩევნო უბანზეც იგივე კანდიდატები იყრიდნენ კენჭს, ორივე უბანი ერთ თემს წარმოადგენს, იქ მეტი უპირატესობა გელა ვერულაშვილმა მოიპოვა (265 ხმა) იაგო თოდუასთან (104 ხმა) შედარებით და ამ ორი უბნის ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობის შედეგად მიცემული ხმების შეჯამებით პირველი მაისის თემის დეპუტატი აბაშის საკრებულოში გელა ვერულაშვილი გახდა. ამასთანავე აბაშის რაიონის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი აირჩიეს, ხოლო საკრებულოში უმრავლესობით ქართული ოცნების პარტია გავიდა.

2014 წელი, ივნისი



     გაუწყინარში ივლისის ბოლოს მთავარ ქუჩაზე სკოლამდე ასფალტის საფარის დაზიანებული ადგილები ამოჭრეს და იქ ასფალტი ჩაასხეს, ასევე სკოლის ჭიშკარის ჩასასვლელთან დაასხეს ასფალტიანი ბილიკი.


2014 წელი, აგვისტო



   ნიკოლოზ გოგიშვილმა თავისი ეზოს წინა ღობესთან მდგარი პატარა სავაჭრო ჯიხური აღადგინა, გაარემონტა და ის იქ სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდის, რითაც სკოლის მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა ხშირად სარგებლობს; იქ მოაწყო განათება და ზარის ღილაკი, რომელიც სახლში ზარს დარეკავს როდესაც ჭიშკართან მყოფი ადამიანი მას თითს მიაჭერს; მას ასევე სახლშიც აქვს გახსნილი სურსათის მაღაზია.

სავაჭრო ჯიხური
2014 წელი, ნოემბერი





     დადგა 2015 წელი, ხალხმა ტრადიციულად აღნიშნა ახალი წლის დღესასწაული, ღამის 12 საათზე ისროლეს ფეიერვერკები, საბავშვო ასაფეთქებლები, თოფები... დილით და შემდგომ დღეებში მოილხინეს, მიულოცეს ერთმანეთს ახალი წლის დადგომა. 7 იანვარს კი შობის დღესასწაულიც დადგა და ახსნილდა.



      
      დადგა 2016 წელი, ტრადიციისამებრ აღვნიშნეთ ახალი წლის, შობის, ძველით ახალი წლისა და ნათლისღების დღესასწაულები. იანვრის დასაწყისშივე გაუწყინარში დიდი თოვლი მოვიდა, მისი სიმაღლე დაახლოებით 43 სანტიმეტრი იყო, მას დაერთო ქარბუქიც. ყოველივე ამან გარკვეული პრობლემები შექმნა ტრანსპორტით გადადგილებისა და ელექტროენერგიის მოწოდების მხრივ, თუმცა უამინდობამ დიდხანს არ გსტანა და მდგომარეობა გამოსწორდა. თვის დასასრულსაც მოვიდა შედარებით მცირე თოვლი, სკოლაში სასწავლო პროცესი 3 დღით შეწყდა გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, რაც შემდეგ შაბათის სწავლების ხარჯზე ანაზღაურებულ იქნა.

      

     თებერვლის თვეში გაუწყინარში ძველი, მაღალი ძაბვის სადენების ბოძები შეცვალეს, რომლებიც ქვიშანჭალის გზის პირას მცხოვრები მოსახლეთა ეზოებიდან გზის კიდეში გადმოიტანეს; ასევე შეცვალეს ყანების ფართობებში არსებული ელექტროგადამცემი ბოძებიც, ძირითადად ბეტონის „სტოლბებით“, მათზე გააბეს ახალი სადენები.


გაუწყინარის თანამედროვე მოსახლეობა


მთავარი ქუჩის მოსახლეობა             ქვიშანჭალის ქუჩის მოსახლეობა
                                                                                                             
1.   კოტე ქუნთელია                                       * . სკოლის უკანა ქუჩა
2)] საჩინო გეგეჭკორი                                    1)  მურთაზი სურგულაძე
3.   ვაჟა კაპანაძე                                            2)  გია ქუთათელაძე
4)]  ჯუსტან ნიკურაძე                                  3)]} მარინა (რუსიკო) სურგულაძე 
5.]  ნოგელი გოთოშია                                   4)]} გია ქუთათელაძე
6.]  მიხეილ შათირიშვილი                         5)]} ვაჟა ქანთარია
7.]  იზო სურგულაძე
8.   რეზო (კუჭუ) სურგულაძე
9)]  იუზა გოთოშია       
10)] ნელი ვაჩეიშვილი                                      
11.  რაული გოთოშია                             სკოლის უკანა ქუჩის მოსახლეობა
12.]  იური გოთოშია
13)  ჭაბუკი გოთოშია                                    1)  ანზორი გოთოშია     
14.]  გია სტურუა                                            2)] კოლია დარჯანია
15.]} გულიკო სურგულაძე                          3)  თენგიზ ლოლუა
16.  ომარი (ხუზურა) ქოქაძე                       4)  ლევან (ბიჭუნა) ლოლუა
17)  მამუკა სურგულაძე                               5)  ჯამბული სტურუა
18)  გულიკო სურგულაძე                            6)]  გელა ტყებუჩავა
19)  ნაზიკო ხაბეიშვილი                             7)] რუსიკო ძიძიგური      
20.  როლანდ (ხუნტული) ქუნთელია     8)  შაქრო ქუთათელაძე
21.  საჩინო სურგულაძე                              9)  ემზარი მეგრელიძე
22.  პარმენ (ტანელი) სურგულაძე             *  .  მარცხენა გზაგამტარი
23)]  პაატა გოთოშია                                      10)] ნაზი მელია
24)  თამაზი გოთოშია                                   11)] გია ასათიანი
25.  თემური სურგულაძე                            12. ვოვა შუბლაძე
26)  კარლო (ვაჟა) გოთოშია                         13.] ვალერი ჯალაღონია  
27.]  მაური ბალავაძე                                    14.  ავთანდილ (ავთო) ჯანჯღავა
28)]  მაყვალა თურქია                                  15)  ბადრი თურქია
*  )    ბილიკი                                                    16.]} ალიკო რურუა
29)]  მაყვალა ქუნთელია                             17.  ავხანჯალ რურუა     
30)]  ნაზი ფრანგიშვილი                             18)  გოჩა ჯანჯღავა
31.  ვლადიმერ (ლადო) თურქია               19)  თეიმურაზ ჭიქაშუა
32.]  შოთა თურქია                                         20.  სოსო თურქია
33.  რომან ხაბეიშვილი                                 21.  ბინო (ვიტალი) რურუა
34)  ნიკოლოზ (ნუკრი) სურგულაძე         22)  ჯამბული ჯანჯღავა
* .  ყოფილი ახალი კანტორა                       23) სულეიმან (სულიკო) შალამბერიძე
35)  ლიანა აშვეთია                                        24.  ქეთევან (ციცინარი) ჭიქაშუა
36.  ზურაბ (ზურიკო) გოთოშია                 25)  რეზო შალამბერიძე
37)]  გია გოთოშია                                           * .  გრუნტიანი გზა
38.  დავით არევაზოვი                            
39)  რეზო გოთოშია
40)  ნუგზარი ბერიძე                                    
41.  ბორის თურქია                                         
42)] ვასო გოთოშია                                    მთავარი ქუჩის დასრულების შემდეგ
43)  არსენ სურგულაძე                            მარჯვენა გზაგამტარის მოსახლეობა
44.]  გია თურქია                                              
45.   ბესარიონ (ბესო) თურქია                     1)  ჯემალი მგელაძე                
46)]  ნინო სურგულაძე                                   2)]} ვოვა შუბლაძე    
47)   ბადრი სურგულაძე                               * )  წისქვილის ქუჩა             
48.   კატუშა ღირდალაძე                              3)]  ნოდარ თოდუა
49)   დავით ბოჭორიშვილი                         4)]  რეზო თოდუა
50.   ვახტანგ (ვახტო) თურქია                     5.]  ირმა თოდუა
51)   ვიტალი სურგულაძე                            6)  იაგო თოდუა
52.   იაგო თურქია                                           * ). მეორე ქუჩა
53)   ტარიელ სურგულაძე                             
54)]  რეზო (კუჭუ) სურგულაძე
55)   თამაზი სურგულაძე
56.]    ზურაბ (ზურიკო) სურგულაძე
57)   რომანი სურგულაძე                                 წისქვილის ქუჩის მოსახლეობა 
58)]} შაქრო ფუტკარაძე                                      
59.]}  სევასტი (სეგული) თოდუა                      1.  ნელი კუტალაძე
*  )   ქვიშანჭალის გზა                                          2.]  გიგა შალამბერიძე
60.   რობერტი (დემური) ჯანჯღავა                 3.]  ქეთევან ალანია
61.]} ომანი ჯანჯღავა                                            4)]  ლეო ფხაკაძე                
*  )    ყოფილი კოლმეურნეობის ეზო              5)]  ნარგიზა სტურუა
62.] პაატა ჯანჯღავა                                              6)]  ცეზარი ხაჟომია 
63.   ოთარ ჯანჯღავა                                             7)]  მანანა ძნელაძე
64.   ნიკოლოზ (ნიკა) გოგიშვილი                     8)  ეთერი თურქია
*  .   სკოლის წინა გზაგამტარი                           * ).  გრუნტიანი გზა                
*  )   სკოლა
65.  იონა თოდუა
66.]  ირინა (ზაზუნა) თოდუა
67.   გიორგი (გიგა) შალამბერიძე
68.]  მანუჩარ ბერიძე
*  )   სასაფლაო
69.  გულთაში რატიანი
70.  ოლეგი რატიანი
71.  რეზო (კუკური) ქორიძე
*  )   სტადიონი
72.]} ირმა თოდუა
*  .   საბავშვო ბაღი
*  .    ბაღის გვერდითა გზაგამტარი
*  )   მარცხენა გზაგამტარი





მეორე ქუჩის მოსახლეობა


1)]} სოსო (მაწაკი) ჯღარკავა
2)  ზოია ჯანაშია
3)]  გურამ ჟღარკავა
4.]  ნანი თოფურია
5)]  თამარ ფირცხალავა
6.   გუგული ქუნთელია
7)   მაია ჭახნაგია
8.   რამაზ კომახიძე
9)   ვახტანგ (გული) ჯანაშია
* )   ბილიკი
10.  მალონი კომახიძე
11)  ოთარ ჯღარკავა
12.   სოსო ქიშმარეიშვილი
13)  ჟორა ორაგველიძე
14.  როლანდ ქიშმარეიშვილი
15)  ვიტალი გოგიშვილი
16.  ვერა შუბლაძე
17)  თალიკო არველაძე
18)  ვიტალი ჟიშკარიანი
19)] იზა პიტავა
20.  მერაბ კარანაძე
21)] გენადი შუბლაძე
22.  ნაზი ხაჟომია
23.  გიგა ხაჟომია
24.  დავით (დათო) ჯანაშია
25.  მიმოზა შუბლაძე
26)  შოთა გოგიშვილი
27.  სოსო შუბლაძე
28)  ანგელინა ხაჟომია
29.]  მზია შუბლაძე
30)  ლეფთერი ჟიშკარიანი
31.  გიორგი (გოგა) შუბლაძე
32.  მამუკა შუბლაძე
33)  ლილი შანიძე
34.  გია ხაჟომია
35)  რომანი ცერცვაძე
36.  თამაზი ხაჟომია
37)  ნუნუ წულუკიძე
38.  ომარი ხაჟომია
39.  საშა ჯანელიძე
40.  ზვიად ჯანაშია      
* .    ბილიკი
41.  მალხაზი ხაჟომია
* )   სკოლის წინა გზაგამტარი        
42.  ვაჟა შუბლაძე
43.  ლონდა ჯანაშია
44)  მიხეილ (მიშიკო) თურქია
45.  მამუკა თოდუა
46.  მურმან ფირცხალავა         
47.  სლავა კეკელიძე
48.  რობრტი რატიანი
49.  ვაგნერ ჩარგეიშვილი
50.  ჟორა ჯანაშია
51.  ჯიმშერ ბაახია
52.  ჯომბარ ბაახია       
* )    ბაღის გვერდითა გზაგამტარი
53.  გივი რატიანი
54.  ბორის (ბორია) ბარათელი
55.  რუბენი ჯანაშია
56)  მაგული რატიანი
* )   თავისუფალი ადგილი
57.  რომანი ნაჭყებია
58.  დიმიტრი (დიმა) კალანდია
59.  ენგელს (ნუგზარ) ბოხუა
60.  კოსტა (კოტე) ბოხუა
61.  გია ჯანაშია
62.]} ზურაბ ჯანაშია
63.  ელგუჯა ფუტკარაძე
64)  ალბერტი თურქია
65.  სოსო (კახა) გახოკიძე      
66.  ზურაბ (ზურიკო) თურქია
67)  აბელი კოხრეიძე
68.  მამული არველაძე
69)  გულთაზი თურქია
70.  ივანე (ბანო) არველაძე
71.  რუბენი ჯანაშია
72.  კოლია ჯანაშია
73)]} გიორგი კოხრეიძე
74)   ზალიკო ხაჟომია
* )    გრუნტიანი გზის შეერთება
75.]  რობიზონ ფირცხალავა
76.   ბეჟან ხვინგია
77]} გრიშა (გოჩა) გოგეიშვილი
78)   ნიკიტა (მიტო) ხაჟომია
79.   მურთაზ გოგეიშვილი
80.]  ნაომი ფირცხალავა
81.   შოთა ფირცხალავა
82.   ვალიკო ფირცხალავა
83)]} ხვიჩა გოგეიშვილი
84)   მალხაზი თურქია
85)   ჟორა კოხრეიძე
86.   მერაბ კოხრეიძე
87)   დავით (დათო) კოხრეიძე
88.   ზაური კოხრეიძე
89.]  დევისი კოხრეიძე
90)   მირიან (კონა) კოხრეიძე
91.]  ნუკრი გოგიშვილი
92.]} ვალერი კოხრეიძე
93)]  როლეზი გოგიშვილი
94.   გურამ მეგრელიძე
95.   თამარ ჭანტურია
96)   რამაზ ლიფარეიშვილი
97)   ომარ ლიფარეიშვილი
98)]} შოთა ფირცხალავა
99.]   გოდერძი ლიფარეიშვილი
100.  ჟუჟუნა ლიფარეიშვილი
101.  დემურ ფირცხალავა
102.  ომარ ჯეჯელავა
103)  ერმილე (თენგიზ) გოგიშვილი
104.] ნაზი გოგიშვილი
105. რეზო ფირცხალავა
106. ბაჩუკი კოპალეიშვილი
 * .     ბილიკი
107. ვაჟა არველაძე
108.] ალექსანდრე (ტუქსი) არველაძე
 * . )   ბახვაჭალის ფართობები





პირობითი აღნიშვნები:

.    ქუჩის მარჯვენა მხარეს მუდმივად მცხოვრები ოჯახი

)    ქუჩის მარცხენა მხარეს მუდმივად მცხოვრები ოჯახი

.]   ქუჩის მარჯვენა მხარეს არამუდმივად მცხოვრები ოჯახი

)]   ქუჩის მარცხენა მხარეს არამუდმივად მცხოვრები ოჯახი

}    ამ ეზოში საცხოვრებელი სახლი არ დგას

*   გზა, ბილიკი



სოფელ გაუწყინარში სულ 210 მოსახლეა, დაახლოებით 430 ადამიანით.

მარჯვნივ და მარცხნივ ნაგულისხმევია როდესაც პირველი მაისის მხრიდან მოვდივართ.

ამ სიაში მოცემულია ოჯახის მხოლოდ ერთი მამაკაცი წევრი.

Комментариев нет:

Отправить комментарий