მომავალი ავტობანი

2012 წლის ზაფხულში და შემდეგაც გაუწყინარში, ქვიშანჭალის გზის შუა ნაწილთან მოვიდნენ ავტობანის სპეციალისტები, მათ სათანადო ელექტრონული ხელსაწყოების დახმარებით გაზომეს, დააფიქსირეს ეს და სხვა ადგილები. აქვე და სხვაგანაც მოიყვანეს  მიწის  საბურღი მანქანა, რომლითაც მიწა გაბურღეს, იქედან ნიადაგის სინჯები ამოიღეს, ხის ყუთებში ჩააწყვეს და წაიღეს.
2013 წლის 13 აპრილს გაუწყინარში ავტომანქანებით კვლავ მოვიდნენ ავტობანის სპეციალისტები  4 – 5 კაცი,  მათ თან ჰქონდათ  პორტატული კომპიუტერი „ნოუთბუქი“, ნახაზები და საბუთები, რომლებსაც მოჰყვნენ თემის რწმუნებული ნესტორი ძიძიგური და ჩვენი დეპუტატი აბაშის საკრებულოში გია ჯღარკავა. ისინი ხალხთან ერთად მომავალი ტაძრის ეზოში, უკანა მხარეს მდგარ გადახურულში შეიკრიბნენ. მათ უკვე ოფიციალურად გვამცნეს, რომ ჩვენს სოფელზე გაივლიდა ავტობანი,  კერძოდ მისი სამტრედია - გრიგოლეთის მონაკვეთი  და ვის ყანაზეც მოხდებოდა მისი გავლა, მათ პატრონებს ყანებისა და ოჯახური მდგომარეობის  შესახებ  საბუთები შეავსებინეს, მიწის პასპორტებს სურათები გადაუღეს და დღის მეორე ნახევარში უშუალოდ ფართობებში წავიდნენ  მონაცემების  დასაზუსტებლად და ფოტოგადაღებებისათვის, მათ ასევე დაითვალეს და ჩაიწერეს ვისაც თავის ფართობში  თხილი ან  სხვა  რაიმე ნაყოფიერი ხე ჰქონდათ. მათივე თქმით ქვიშანჭალის გზასთან ეწყობა მომავალ ავტობანზე  ასასვლელ - ჩამოსასვლელიც, რაც დიდ ადგილს დაიკავებს. მეორე დღეს მათ გაზომეს ყოფილი მეღორეობის ფერმაც. იმ სპეციალისტებს ანაზღაურების შესახებ არაფერი უთქვამთ.
მოგვიანებით პირველი მაისის ცენტრში მოვიდნენ ავტობანის საქმის სხვა წარმომადგენლები. მათთან შესახვედრად  ბევრი ადამიანი მივიდა,  რომლებმაც ხალხს საინფორმაციო  ხასიათის ნაწერები გადასცეს და სიტყვით მიმართეს, რომელთაგან  ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსაგან ავტობანისთვის მიწების შესყიდვის ფასის საკითხი; მათ განგვიცხადეს რომ მიწის ფასი 3 ლარი იყო კიდევ დამატებითი კომპენსაციებით,  რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია და გაიმართა მსჯელობა და კამათი. მათ ხალხს უთხრეს რომ რამოდენიმე ხანში მოვიდოდნენ სათანადო სპეციალისტები და მიწებს შეაფასებდნენ.
2014 წლის იანვარში პირველი მაისის ცენტრში კვლავ მოვიდნენ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც იმ ხალხს, რომელთა ნაკვეტებზეც ავტობანი გაივლიდა, მიწების რეგისტრაციის საბუთების მოწესრიგება მოსთხოვა, რაც ხალხმა დაიწყო კიდეც.
ამავე წლის გაზაფხულზე მოსახლეობამ უკვე გააკეთა ყველა საჭირო საბუთები და მათ მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხები დაურიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, 1 კვადრატულ მეტრზე 3 ლარის ოდენობით და კიდევ დამატებით 1 წლის მოსავლის, მრავალწლიანი მსხმოიარე ნარგავებისა და შემოღობვის ანაზღაურების ფულიც მისცეს მათ.

     გაუწყინარში რამოდენიმეჯერ მოვიდნენ ავტობანის გაყვანისათვის საჭირო მიწების ამზომავები სათანადო ხელსაწყოებით, ისინი უცხოელები იყვნენ, რუსულ ენაზე საუბრობდნენ. მათ აზომეს და რამოდენიმე ასეულ მეტრებში ნიშნები, წითლად შეღებილი ბამბუკის ჯოხები და „არმატურები“ დაასვეს შესაბამის ნაკვეთებში: პირველი მაისიდან ბეჟანი გრიგოლიას სახლის მახლობლად, ცხენისწყლიდან დაწყებული, სწორ ზოლზე გაყოლებით, კირკალის ფართობის ბოლოში არსებულ მდინარე რიონამდე. ასევე მოსახლეობა აწესრიგებს იმ მიწების ნაკვეთების საბუთებს, სადაც ეს გზა და მისი ასასვლელ-ჩამოსასვლელი გაივლის.


     ამა წლის გაზაფხულის მიწურულს მოსახლეობამ უკვე გააკეთა ყველა საჭირო საბუთები და მათ მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხები დაურიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე 1 კვადრატულ მეტრზე 3 ლარის ოდენობით და კიდევ დამატებით მრავალწლიანი მსხმოიარე ნარგავების, სიმინდის მოსავლისა და შემოღობვის ანაზღაურების ფულებიც მისცეს მიწებზე ასეთის არსებობის შემთხვევაში.


2014 წელი, ივნისი


   დღეს გაუწყინარში დაიწყო ავტობანის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. დიდი, მუხლუხებიან - ნიჩბიანი ტრაქტორის საშუალებით გოშახის ფართობებში მომავალი გზის ადგილი მოასუფთავეს და ხეების ფესვები და სხვა ნარჩენები ალაგ - ალაგ ერთად დაყარეს, აქვეა დიდი ექსკავატორიც და მეორე მუხლუხებიანი ტრაქტორიც, მუშები ძირითადად უკრაინელები არიან, 3-4 მუშა და დაცვის წევრები ქართველია, სამუშაოები გრძელდება, რომელსაც უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ასრულებს.



ავტობანის  მშენებლობა





2014 წელი, 6 აგვისტო


     29 აგვისტოს  ავტობანის მშენებლებმა დაიწყეს ძროხების საძოვარზე არსებული ქარსაფარი ზოლის ტყის გაჭრა-მოსწორება, რაც რამოდენიმე დღეში დაამთავრეს და მამუკა თურქიასა და გოჩა გოთოშიას თხილებამდე მოვიდნენ. შემდეგ კი მის ორივე მხარეს ფართო ტერიტორიებიც მოასუფთავეს, სადაც მთავარ გზაზე ასასვლელ-ჩამოსასვლელები მოეწყობა. ამის შედეგად გაიხსნა საბალახოს ღობეები, რის გამოც პირუტყვი გადმოვიდა და ყანები დააზიანა. მოსახლეობის მოთხოვნით მშენებლებმა საძოვრის საზღვართან ხეების ძირები ჩაალაგეს და მიწაყრილი მოაწყვეს, თუმცა ამან პრობლემა მთლიანად მაინც ვერ მოაგვარა.

      11 სექტემბერს მშენებლები უკვე ქვიშანჭალის გზის მეორე მხარეს გადავიდნენ სამუშაოდ, სადაც თხმელების ხეებია და ისინიც მოჭრეს და „დაასაჟენეს“.
         შემდეგ დღეებში მათ თანდათან გაასუფთავეს დიდი ტერიტორიები, რაც ასასვლელ - ჩამოსასვლელებისთვისაა საჭირო, კერძოდ, ქვიშანჭალის გზაზე მოწყობილ კარებამდე აწმინდეს ადგილები (ღორების გადასასვლელის წინაღობამდე), ასევე ყოფილი მეღორეობის ფერმის წინა ეზო, ყოფილი სოფლტექნიკის ეზო და თხმელებით დაფარული  ყოფილი საეზოეები; გარდა ამისა მათ მოასუფთავეს უშუალოდ მომავალი გზის ადგილები პირველი მაისის მხარეს და კირკალის ფართობებში. ხეების ძირები ამოთხარეს და გროვა-გროვად რამოდნიმე ადგილას ერთად დაყარეს.


      ოქტომბერ-ნოემბერში მშენებლებმა დაშალეს ყოფილი მეღორეობის ფერმის დარჩენილი შენობა, მასზე დადებული ბეტონის ფილები და ბერკეტების ნაწილი სატვირთო ავტომობილებით გაზიდეს, წინა ეზოც მოასწორეს და ამგვარად ამ ფერმამ, რომელიც კომუნისტების დროს სოფლის ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იყო, საბოლოოდ დაასრულა თავისი არსებობა...


     აპრილის ბოლოს გაუწყინარში მოიყვანეს ავტობანის მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკა: ტრაქტორები, ექსკავატორები, სატვირთო ავტომობილები, გამანათებელი პროჟექტორი და სხვა. მდინარე ცხენისწყალიდან და გუბისწყალიდან სატვირთო ავტომობილებით დაიწყეს ხრეშის მოზიდვა. მათ ქვიშანჭალის გზის პირას არსებულ ყოფილ ყანებსა და ფართობებში დიდი რაოდენობით დაყარეს მომავალი გზის მოზვინვისათვის საჭირო  ხრეში და მოიმარაგეს, ასევე მოასწორეს უშუალოდ გზის ადგილიც. სამუშაოები რამოდენიმე დღეს 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, რის გამოც დაზიანდა გზების ნაწილი და ის მოხრეშეს და მოასწორეს. ავტომობილების მოძრაობამ ხმაური და მტვერი გამოიწვია, მის შესამცირებლად სპეციალური ავტომობილით გზებს რწყავდნენ.

      თებერვლის თვეში, ცხენისწყალის მარჯვენა ნაპირთან, პირველი მაისის ბოლოს, იქ, სადაც შემდეგ ხიდი გაიდება, მოვიდნენ ავტობანის მუშები, მათ მოიყვანეს დიდი მუხლუხოებიანი ტრაქტორი, რომელსაც ძალიან მაღალი კოშკურა აქვს. მისი საშუალებით წინასწარ მოსწორებულ მომავალი ავტობანის ადგილზე მიწაში 15 მეტრის სიღრმეზე ასობენ ლითონის მილს, რომლის შიგნითაც სპეციალური ქსოვილისაგან დამზადებული ლენტია; შემდეგ მილს ისევ ზემოთ ამოიღებენ, ხოლო ლენტი კი მიწაში რჩება.  ეს საჭიროა იმისათვის რომ ამ დრენჟმა მიწის ღრმა ფენებიდან წყალი ამოიტანოს,  შემდეგ მასზე დააფარებენ სპეციალურ საფარს, ტოლს, რომელიც ამ წყალს გვერდითა არხებში გადაიტანს. მდინარის მოპირდაპირე მხარეს, სამტრედიის რაიონში ასევე მიმდინარეობს გზის საამშენებლო სამუშაოები...

2016 წლის თებერვალი


     მარტის თვეში გაუწყინარში განახლდა ავტობანის მშენებლობის სამუშაოები. მისი ქვიშანჭალის გზის გადაკვეთასთან მოიყვანეს ტექნიკა და ასწორებენ მომავალი გზის ადგილს, გააგანიერეს გზის ნაწილი, სადაც ზემოთ ნახსენები ტექნიკის საშუალებით მიწაში ღრმად ასობენ დრენაჟებს და მათზე თეთრი ტოლის გადაფარების შემდეგ ხრეშს აყრიან და მოასწორებენ. მუშებისათვის გამოყოფილია ავტობუსი, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან.




   
      გაუწყინარში მშენებარე ავტობანის ქვიშანჭალის გზასთან გადაკვეთის ადგილას მოიყვანეს მიწის საბურღი ტექნიკა, დადგეს საგუშაგო ჯიხური, სადაც 24 საათიან რეჟიმში დარაჯები მორიგეობენ. აქ დაგეგმილია გზაზე გადასასვლელი ხიდის ბურჯები ადგილას მიწის გაბურღვა და შემდგომ იქ მტკიცე ბეტონის ჩასხმა.



                                                                                                                     2016 წლის ზაფხული

Комментариев нет:

Отправить комментарий