пятница, 26 июля 2013 г.

მოგესალმებით


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი სოფლის საიტზე

გ ა უ წ ყ ი ნ ა რ ი   დ ე დ ა მ ი წ ი ს   ხ ე ლ ო ვ ნ უ რ ი   თ ა ნ ა მ გ ზ ა ვ რ ი დ ა ნ


    
ა ბ ა შ ი ს   რ ა ი ო ნ ი ს   რ უ კ ა


 ა მ  ს ა ი ტ ი ს   შ ე ს ა ხ ე ბ


მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი სოფლის საიტზე

  ეს საიტი წარმოადგენს აბაშის რაიონის სოფელ გაუწყინარის წარსულისა და აწყმოს თანმიმდევრულად აღწერა - გადმოცემას, ვინაიდან მომავალმა თაობებმა ზუსტად და თვალნათლივ წარმოიდგინონ რანი ვიყავით, როგორ და რა გარემოში ვცხოვრობდით, რა საქმიანობას ვეწეოდით, რა იყო ჩვენი, მათი წინაპრების ჭირი და ლხინი და ა.შ. ისინი ღრმად უნდა ჩასწვდნენ თავიანთ ფესვებს და ეს ყოველივე მომავალში გაითვალისწინონ. ამასთანავე ამ ნაშრომში მაქსიმალურადაა შეზღუდული გარემოებების, ფაქტებისა და მოვლენებისადმი ავტორისეული შეფასება და დამოკიდებულება, მისი პოზიციის დაფიქსირება.
       ყოველივე აღნიშნულის შექმნისათვის გამოყენებულია სხვადასხვა მოქმედი და გაუქმებული ორგანიზაციების დოკუმენტები, ცნობები და მონაცემები, აგრეთვე სხვადასხვა ადამიანებისა და თვით ავტორის მიერ გადმოცემული და მოპოვებული სანდო ინფორმაციები წარსულისა და დღევანდელობის შესახებ; დაუზუსტებელი და საეჭვო მონაცემები აქ ნაკლებადაა.
      ამ ტექსტების  სხვადასხვა  ადგილებში დაწერილია ისეთი სიტყვებიც, რომლებიც თანამედროვე ქართულ ენაში არ არის მიღებული, ზოგიერთი მათგანი კუთხური გამოთქმაა, ზოგი კი - ბარბარიზმი; მაგრამ ვინაიდან დღეს ისინი ჩვენს სოფელში ხშირად გამოიყენება საუბრისას, ამიტომ ეს სიტყვები აქაც უცვლელადაა  დაწერილი, მაგრამ მათზე  უმეტესად  გარკვეული მინიშნებებია გაკეთებული: ისინი ჩასმულია ბრჭყალებში, ფრჩხილებში, აწერიათ  „ე.წ.“ ან კიდევ  „როგორც მას სოფელში უწოდებენ“ და სხვა).
      ამ ვებ - გვერდზე განთავსებული მონაცემები,  რომლებიც უხსოვარი დროიდან 2010 წლის ჩათვლითაა, წარმოადგენენ ძირითადი ტექსტის „გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა“ ამონარიდებს მცირე ცვლილებებით, რომელიც არ შეიცვლება და ყოველთვის იგივე დარჩება, ეს ნაწილი გვერდის ზემოთა მხარეს, სიტყვა ,,გაგრძელება" - მდეა განთავსებული, ხოლო 2011 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე გაუწყინარში მომხდარი ამბების აღწერა - გადმოცემა მოცემულია ამ სიტყვის ქვემოთა მხარეს, რომელიც  პერიოდულად განახლდება და მას დაემატება ახალი ინფორმაციები. ეს საიტი დამზადდა და გამოქვეყნდა 2013 წლის აგვისტოში.
      ეს საიტი და „გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა“ პირველი მცდელობაა ჩვენი სოფლის ისტორიისა და თანამედროვეობის დაფიქსირებისა, მანამდე მსგავსი რამ ან არ შექმნილა, ან კიდევ მას დღემდე არ მოუღწევია.
     მოხარული ვიქნებით თუ ეწვევით და გაეცნობით ამ საიტს, ბლოგს, გააკეთებთ კომენტარს, გამოთქვამთ თქვენს აზრს, მიგვითითებთ თქვენი სოფლის, ქალაქის, უბნის, ქუჩისა თუ საცხოვრებელი ადგილის საიტს, რასაც ჩვენც დიდი ინტერესით გავეცნობით; ასევე დაგვიკავშირდებით „კონტაქტის“ ბმულში მოცემულ მისამართებზე.
        ძირითად ტექსტს თან ახლავს DVD დისკები, რომლებზეც  ჩაწერილია თვით ეს ტექსტი, გაუწყინარისა და მასთან დაკავშირებული მრავალი ფოტოსურათი, დოკუმენტი და ესენი განთვსებულია ინტერნეტში ამ მისამართზე: www.gautsyinari.blogspot.com


გ ა უ წ ყ ი ნ ა რ ი,   2 0 1 0  წ ე ლ ი